ნოდარ ხადურის ინფორმაციით ბიუჯეტიდან ფულის დეფიციტური ხარჯვა არ მიმდინარეობს:
"დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ვხარჯავთ ბევრ თანხას, რომელიც ფულის ბაზარზე გავლენას მოახდენს. წელს ჩვენ დავხარჯავთ უფრო ნაკლებს ვიდრე დაიხარჯა 2011 წლის დეკემბერში. 2011 წლის დეკემბერში დაიხარჯა 1 მლრდ 260 მლნ ლარი, რაც იყო 17% წლის ბიუჯეტის. წელს დავხარჯავთ 1 მლრდ 228 მლნ ლარს, რაც არის წლის ბიუჯეტის 13,4%. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსულობების ყველა დონის საბიუჯეტო გეგმა შეადგენს 7 მლრდ 230 მლნ ლარს. დღეის მდგომარეობით მობილიზებულია 7 მლრდ 140 მლნ ლარი. ეს არის 98 %. დარჩენილია 89 მილიონი ლარი და ყველანაირი გათვლებით დარჩენილ დღეებში შემოვა ბიუჯეტში" - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
პრემიერის კითხვას, თუ რომელ სამინისტროებს აქვთ ხარჯვით ნაწილში პრობლემა, ფინანსთა მინისტრმა ასე უპასუხა:
"95% -ის ფარგლებში აქვს რეგიონების ფონდს. 95% -ია ენერგეტიკის და ფინანსთა სამინისტროში. ყველა სხვა სამინისტროების ათვისება შეადგენს 90%-ზე მეტს" - განაცხადა ნოდარ ხადურმა.