"ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოცნების გარეშეც გვექნება წარმატება."- ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა.
"გასული საპარლამენტო არჩევნები იყო ყველა ერთის წინააღმდეგ. ამ არჩევნებში დიდი დიდი შანსი გვაქვს გამარჯვების. არ ვნანობ, როდესაც "ქართული ოცნების" წევრი ვიყავით, არ ვნანობ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყავი. ეს იყო სწორი იმ ისტორიულ მოცემულობაში და ბევრი საქმე გაკეთდა, რასაც რეალური შედეგი მოჰყვა", - განაცხადა ალასანიამ.