ივერიონი / ალექსი პეტრიაშვილი:-"ეს ადამიანები არიან მძევლები ირაკლი ალასანიას დასაშანტაჟებლად"

ალექსი პეტრიაშვილი:-"ეს ადამიანები არიან მძევლები ირაკლი ალასანიას დასაშანტაჟებლად"

   ალექსი პეტრიაშვილი თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღარჩინოსნების თემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ადამიანები წლების მანძილზე ემსახურებოდნენ სამშობლოს და მათი დაკავება წმინდა პოლიტიკური მოტივით მოხდა.

 

   -"ეს ადამიანები არიან მძევლები ირაკლი ალასანიას დასაშანტაჟებლად, მე შემიძლია კონკრეტული გვარებიც კი გითხრათ. ეს არის კოტარია, რომელიც იყო ვანო მერაბიშვილის დროს "ოტოს" უფროსი, ახლა კი ეს ადამიანი არის "დელტაკომის" ხელმძღვანელი. ეს ადამიანები 6-7 თვის განმავლობაში თანამშრომლობდნენ პროკურატურასთან, მაგრამ მერე საჭირო გახდა ალასანიას დაშანტაჯება და ეს ყველაფერი მის დასაკავებლად მზადდება. ეს დაკავებული 5 ადამიანი, არც გავლენის მომხდენი იყვნენ და არც ხელის დამდებები. ახლა პროკურატურა ჩიხშია და ახლა ალასანიას მოუწევს ხალხის წინ ნათქვამი სიტყვების ასრულება, რომ პასუხს მოსთხოვს პროკურატურას".

მისი თქმით, ის პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ აქვს პრეტენზიები პროკურატურასთან და ხელისუფლებასთან.

 

28-12-2014, 20:29
უკან დაბრუნება