"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი "იმედის კვირის" ეთერში აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას დაკავება კიდევ უფრო დააჩქარებს მთავრობის წასვლას სათავედან. მისივე თქმით ის არ ნანობს კოალიციაში ყოფნას და მადლობელიც კი არის ბიძინა ივანიშვილის.
-"არც ერთი წამით არ ვნანობ "ქართულ ოცნებაში" ყოფნას და ახლაც შემიძლია ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო იმ ბრძოლისთვის, რაც ერთად გავწიეთ წინა ხელისუფლების გადასაყენებლად"
სწორედ ამ დროს წამყვანმა ინგა გრიგოლიამ დაუსვა კითხვა, თუ ასე ემადლიერებოდნენ ივანიშვილს, რატომ გააპროტესტეს მისი მისვლა შეკრებაზე.
-"ინგა, ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, ჩვენ იქ მივედით კოალიციის დასატოვებლად და დასამშვიდობებლად, არც ველოდით იქ ივანიშვილის მოსვლას და როცა ვნახეთ, მასაც დავემშვიდობეთ"-უპასუხა პეტრიაშვილმა.