ახალი წლის და შობის ღამეს, თბილისის მეტრო და რიყის საბაგირო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. როგორც ჟურნალისტებს დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, პაატა ჯაჭვლიანმა განუცხადა, 31 დეკემბერს, 24:00 საათიდან, 1 იანვრის 04:30 საათამდე და 6 იანვარს, 24:00 საათიდან 7 იანვრის 04:30 საათამდე, მეტროპოლიტენი მუშაობას გაახანგრძლივებს, მგზავრებს უფასო გადაადგილება აღნიშნულ დღეებში 23:00 საათიდან 04:30 საათამდე შეეძლებათ.
რაც შეეხება საბაგიროს "რიყე-ნარიყალა", მისი მუშაობა გახანგრძლივდება 31 დეკემბერს 23:00 საათიდან 1 იანვრის 03:00 საათამდე და მოცემულ დროს მგზავრობა უფასო იქნება.