ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია 2014 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
"კომიტეტმა დაამტკიცა შვიდწლიანი ეროვნული სტრატეგია ადამიანის უფლებათა დაცვის, ეს არის სახელმძღვანელო დოკუმენტი ყველა უწყებისთვის მომავალი 7 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად.
გამოვყოფდი სახალხო დამცველის ანგარიშზე მომზადებულ სპეციალურ რეკომენდაციებს, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს,მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციის გაძლიერებას," - განაცხადა ეკა ბესელიამ.