ივერიონი / უჩა ნანუაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურორს წინადადებით მიმართა

უჩა ნანუაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურორს წინადადებით მიმართა

 საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურორს წინადადებით მიმართა მოქალაქე მ.ქ.-ს მიმართ პოლიციელების მიერ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

მოქალაქე მ.ქ.-ს განმარტებით, იგი 2014 წლის 1 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს, გადაიყვანეს გლდანის პოლიციის პირველ განყოფილებაში, სადაც სკამზე ხელბორკილებით მიაბეს და სცემეს. შსს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმის და სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაკავებულს აღენიშნებოდა დაზიანებები.


უჩა ნანუაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის იმავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიების წარმოება ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო დამოუკიდებლობის ხარისხს და მიზანშეწონილად მიაჩნია გამოძიება საქართველოს პროკურატურამ აწარმოოს.

29-12-2014, 13:15
უკან დაბრუნება