საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინტერპოლის გადაწყვეტილება ხელისუფლების საქმიანობის შეფასების საგანი ვერ გახდება. განცხადება ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.
"წითელი ცირკულარით პირის ძებნას ახორციელებს ინტერპოლი. აქედან გამომდინარე ინტერპოლის გადაწყვეტილებაზე შეიძლება გამოითქვას სხვადასხვა შეფასებები, მაგრამ ინტერპოლის გადაწყვეტილება ხელისუფლების საქმიანობის შეფასების საგანი ვერ გახდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.