ექსპერტი გია ხუხაშვილი პოლიტიკაში ყოფილი პრემიერის გია ხუხაშვილის დაბრუნებას არ გამორიცხავს. ვარაუდის საფუძველს, როგორც ხუხაშვილი ამბობს, მას ის კრიზისი აძლევს, რაც მთავრობაში გარდაუვალია. ამის შესახებ ხუხაშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ისაუბრა.
"სამთავრობო კრიზისი გარდაუვალია. გამოწვევებს მთავრობა ვერ პასუხობს და ამან შეიძლება სიტუაცია კრიზისში შეიყვანოს. ხელისუფლებას ფაქტობრივად გზა მოჭრილი აქვს. არ გამოვრიცხავ რომ დღის წესრიგში მთავრობის ხელახალი ნდობის გამოცხადების პროცესი დადგეს.
არ გამოვრიცხავ იმას, რომ კრიზისი ისე გაღრმავდეს ივანიშვილს მოუწიოს პოლიტიკაში დაბრუნება. მე ვიცი, რომ ეს მას ძალიან არ უნდა, მაგრამ მის გარეშე კოალიცია არაფერს არ წარმოადგენს და არც არასდროს წარმოადგენდა. ამიტომ ვთვლი, რომ შესაძლოა მისი გამოჩენა გარდაუვალი გახდეს", – აცხადებს ხუხაშვილი .