პირობით ვადამდე დღეს 7 არასრულწლოვანი გათავისუფლდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, სხდომას პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთა განმხილველი ადგილობრივი საბჭოს წევრებთან ერთად, არასრულწლოვანთა ადვოკატებიც დაესწრნენ.
"აღვნიშნავთ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დამყარებული იყოს სამართლიანობის პრინციპზე, რაც გულისხმობს უპირატესობის მინიჭებას სწორედ იმ მსჯავრდებულთათვის, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სარეჟიმო მოთხოვნების დაცვით, გამოირჩეოდნენ ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში აქტიური ჩართულობით და გაცნობიერებული აქვთ ჩადენილი დანაშაულის შედეგად დამდგარი პასუხისმგებლობა", - განაცხადეს სამინისტროში.