ცეცხლმოკიდებული ბორანიდან ერთი მგზავრის გარდა ყველა ქართველი ევაკუირებულია და ისინი იტალიის სხვადასხვა პორტისკენ მიემართებიან. აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თამარ ბერუჩაშვილმა გააკეთა.
"ჩვენი ინფორმაციით ქართველები არიან იმ გემებზე, რომლებიც დღეს მიემართებიან იტალიის სხვადასხვა პორტისკენ და ჩვენ ველით ინფორმაციას. ყოველ საათში ჩვენი საკონსულო ამოწმებს ინფორმაციას ყველა ჩვენს პარტნიორთან და პასუხისმგებელ უწყებასთან, რომ მათი ადგილმდებარეობა დაადასტუროს",-განაცხადა ბერუჩაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში საბერძნეთიდან იტალიაში მიმავალ ავტომობილების გადამყვან ბორანს Norman Atlantic-ს ხანძარი ორი დღის წინ, გაუჩნდა.