ივერიონი / ირაკლი აბესაძე:"კვლევების ჩატარების გარეშე თბილისში კიდევ ერთი ლანდშაფტური ზონა უქმდება"

ირაკლი აბესაძე:"კვლევების ჩატარების გარეშე თბილისში კიდევ ერთი ლანდშაფტური ზონა უქმდება"

 ამერიკულ სოფელში ლანდშაფტური ზონა წინასწარი კვლევების გარეშე უქმდება. მისი თქმით, გაუქმებისთვის მხოლოდ ზონის სტატუსის შეცვლა საკმარისი არ არის-განცხადება ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი აბესაძემ გააკეთა. 

"თბილისში  კიდევ ერთი ლანდშაფტური ზონა უქმდება და მისი გაუქმება აბსოლუტურად მოუმზადებლად, შესაბამისი დასკვნების და კვლევების გარეშე ხდება. მათ სპეციალისტების მოსაზრებების მოსმენას თავი აარიდეს და ცდილობენ წინასაახალწლოდ მარტივი გზით, ზონალური ცვლილების გზით გააპარონ ეს პროექტი თბილისის საკრებულოში და შემდეგ თბილისის მერიაში ერთპიროვნულად მიიღონ გადაწყვეტილება",-განაცხადა აბესაძემ.

ცნობისთვის, დღეს საკრებულოში "პანორამა თბილისის" პროექტს განიხილავენ. პროექტის ფარგლებში ამერიკული სოფლის ათვისება უნდა განხორციელდეს და ამ ტერიტორიაზე განაშენიანების მიზნით ზონის სტატუსი უნდა შეიცვალოს.

30-12-2014, 13:46
უკან დაბრუნება