ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გასული წლის განმავლობაში მთავრობის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
"უამრავი რეფორმა, უამრავი პროექტი განხორციელდა. ალბათ იყო შეცდომებიც, უშეცდომო ადამიანი წარმოუდგენელია, მით უმეტეს, როცა ასეთ მნიშვნელოვან საქმეებს ვაკეთებთ. მე დადებითად შევაფასებდი მთავრობის მუშაობას ამ ორი წლის განმავლობაში, თუმცა ვფიქრობ, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, უამრავი პრობლემაა ქვეყანაში. ძალიან უჭირს საქართველოს მოსახლეობას, სოციალური ფონი არის მძიმე და ძალიან ბევრი იქნება სამუშაო 2015 წელს იმისთვის, რომ მოქალაქეების მდგომარეობა გაუმჯობესდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.