საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება სთხოვა.
"ნეტა მართლა მართავდეს. ჩვენ მისი წინააღმდეგი ვიყავით და მინდა ვთხოვო - ბატონო ბიძინა, დაბრუნდით პოლიტიკაში. ის, რომ ადამიანი სწორად ცხოვრობს, მოწესრიგებულია, კარგად აქვს ყველაფერი დალაგებული, ნეტა მეც ასე მქონდეს და თქვენც. მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და ახალი წლის ამ მშვენიერი საღამოს, მინდა ვთხოვო, დაუბრუნდეს ჩვეულ პოლიტიკურ გუნდს, აქტიურ რეჟიმში. ამით ქვეყანაც მოიგებს და ჩვენ კოლეგებსაც გაეხარდებათ, როგორც ეს დავით ბაქრაძემ თქვა",- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა."