ივერიონი / ეკა ბესელია:" მეტი სიყვარული გვჭირდება ერთურთის, მეტი თანადგომა და შეხიდება..."

ეკა ბესელია:" მეტი სიყვარული გვჭირდება ერთურთის, მეტი თანადგომა და შეხიდება..."

საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს  ულოცავს:


"ჩემო სამშობლოვ, ჩემო უახლოესებო, ჩემო თანამოქალაქენო - შობა-ახალ წელს გილოცავთ ყველას!

უფლის წყალობა, მადლი, სიხარული, ჯანის სიმრთელე, სიყვარული, სითბო , ბედნიერების ულევი წუთი არ მოგაკლდეთ. განსაკუთრებით ვულოცავ ყველა თავისუფლებააღკვეთილ ადამიანს, მიტოვებულ პატარებს და შეჭირვებულებს. მათ მინდა ვუსურვო ყველაზე მეტი სიხარული.... რაზე ვოცნებობ? სამშობლოს გამთლიანებაზე! ეს მინდა ვუსურვო ჩემს სამშობლოს რაც შეიძლება მალე.

ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. ერთად გვჭირდება სიხარული და წარმატებები. მჯერა უკეთესი წელი მოდის. მეტი სიყვარული გვჭირდება ერთურთის, მეტი თანადგომა და შეხიდება... მეტი განცდა სხვისი განცდის... მჯერა ყველაფერს შევძლებთ ერთად და სიყვარულით! გილოცავ ჩემო სამშობლოვ! გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელს!" - აღნიშნავს ეკა ბესელია.


31-12-2014, 15:09
უკან დაბრუნება