ივერიონი / შუშხუნები ჩაბნელებულ ოთახში

შუშხუნები ჩაბნელებულ ოთახში

   მაშინ, როცა ქალაქის თავზე უამრავი ფოიერვერკი განათდა, როცა სახლებში განათებულ ოჯახებში ყველანი ერთმანეთს ახალი წლის შემობრძანებას ულოცავდნენ, თბილისში, ვანის ქუჩა #5-ში სანთლის შუქზე ისხდნენ ორშვილიანი, მარტოხელა დედის, მაია მაისურაძის ოჯახის წევრები. ეს ოჯახი მძიმე პირობებში ცხოვრობს, მათ არც შუქი აქვთ, არც წყალი და არც გაზი. ნაძვის ხეც, რომელის  ბავშვებს საჩუქრად გადასცეს, ჩაბნელებული დგას, თუმცა გოგონებს მაინც სასოებით მოურთავთ და ყველა მიმსვლელს ანახებენ.

   აქცია "ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით" დიდუბის მაჟორიტართან, ლადო ძნელაძესთან ერთად ვანის ქუჩაზე, ავტოფარეხის ერთ დანგრეულ სახლში მცხოვრებ, მარტოხელა დედას, მაია მაისურაძეს ესტუმრა. ამ ოჯახს უკვე წლებია არ აქვს შუქი, გაზი, წყალი. ქალბატონმა აქციას სინათლის პრობლემის მოგვარება სთხოვა, როს შემდეგაც აქცია დიდუბის რაიონის მაჟორიტარს ლადო ძნელაძეს დაუკავშირდა და ერთად მივედით ამ ოჯახში. ბავშვებს ძალიან გაუხარდათ საახალწლო საჩუქრები და თავიანთი ნაძვის ხეც გვაჩვენეს, ის საჩუქრებიც, რომელიც სკოლაში მისცეს. აქციის სახელით მაიას ახალი წელი წინასწარ მიულოცა და საახალწლო ნობათი მიუტანა აქციის საინიციატივო ჯგუფის წევრმა ვახტანგ ჟორდანიამ.

მაჟორიტარი მაია მაისურაძეს დაჰპირდა, რომ სამსახურში გასვლის პირველ დღესვე ამ პრობლემაზე იმუშავებს და გამოსავალს იპოვის.

   4 იანვარს პატარა მარიამს დაბადების დღე აქვს, მისი ოცნებაა სენსორიანი ტელეფონი ჰქონდეს.

 

 

1-01-2015, 11:20
უკან დაბრუნება