15 იანვრიდან გარემოს დაბინძურებისთვის გამკაცრებული ჯარიმები ამოქმედდება
"ნარჩენების მართვის კოდექსი" ევროდირექტივების გათვალისწინებით მომზადდა და 15 იანვრიდან ამოქმედდება.
გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარი, მაქსიმალური კი 5000 ლარი იქნება.
ამასთან, მეწარმეებს თავიანთი ნარჩენების მეორადი გადამუშავების ვალდებულება უჩნდებათ.
ახალი კოდექსის ფარგლებში იგეგმება ევროპული სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელების მოწყობაც.