2 იანვრიდან ხორავას სახელობის "მსახიობის სახლში" მამუკა ლომაშვილის თეატრალური სტუდია "მაჩაბელა" საქველმოქმედო აქციის "ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით" ფარგლებში საახალწლო სპექტაკლებს მართავს. საქველმოქმედო საახალწლო მარათონი 5 იანვარს 19 საათზე საქველმოქმედო კონცერტით სრულდება და კიდევ 4 ოჯახი მიიღებს იმ საჩუქრებს და დახმარებას, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდებათ.
საბავშვო გადაცემა "ჩვენი ამბები" სპექტაკლს დაესწრო. თქვენთვის მარიამ მიქაძემ და ლიზი ჟორდანიამ სიუჯეტი მოამზადეს.