ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, 2015 წელი განსაკუთრებით წარმატებული კერძო ბიზნესისთვის იქნება.
"2015 წელი არის, ისევე როგორც ყველა წელი, ჩვენი საარჩევნო დაპირებების შესრულების წელი. პენსია იქნება საარსებო მინიმუმზე მაღალი, ეკონომიკა გააგრძელებს ზრდას და რაც მთავარია, მთავარი გარემო და გამოწვევა იქნება ის, რომ ეკონომიკის განვითარებაში წამყვანი უნდა იყოს კერძო სექტორი",- განაცხადა ხადურმა.
"მინდა ვთქვა, რომ 2014 წლის ბიუჯეტი და ზოგადად ეკონომიკა იყო იმ პარამეტრებში, რასაც ჩვენ ვპროგნოზირებდით, ანუ საუბარია იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება მინიმუნ 5%. ბიუჯეტი შესრულდება ყველა მიმართულებით, მათ შორის ხარჯვითი თვალსაზრისთაც. ვფიქრობ, რომ წლის ბიუჯეტმა და მიმდინარე წელმა აჩვენა ის პერსპექტივები, რომელიც საქართველოს ზოგადად აქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ 2015-2016 წლები იყოს უფრო წარმატებული, ვიდრე იყო 2014 წელი. თუმცა უნდა ითქვას, რომ 2014 წელი იყო გამონაკლისი, როცა ბიუჯეტი შესრულდა. არცერთ სხვა წინა წელს ბიუჯეტი არ შესრულებულა. ჩვენ არ შეგვიტანია ცვლილებები ბიუჯეტში და მიუხედავად ამისა, ბიუჯეტის ყველა პარამეტრი არის შესრულებული", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.