ივერიონი / ჯენ ფსაკი:"თუ რუსეთი და სეპარატისტები შეასრულებენ მინსკში აღებულ ვალდებულებებს,შეგვიძლია გავაუქმოთ გარკვეული სანქციები"

ჯენ ფსაკი:"თუ რუსეთი და სეპარატისტები შეასრულებენ მინსკში აღებულ ვალდებულებებს,შეგვიძლია გავაუქმოთ გარკვეული სანქციები"

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, აღმოსავლეთ უკრაინაში პროგრესის მიღწევის გარეშე, არ გაუქმდება, აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის  პრეს-სპიკერმა ჯენ ფსაკიმ გააკეთა.

"საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება. ჩვენ თავიდანვე ასეთი პოზიცია გვქონდა ისევე, როგორც ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში. თუ რუსეთი და სეპარატისტები შეასრულებენ მინსკში აღებულ ვალდებულებებს, ჩვენ შეგვიძლია გავაუქმოთ გარკვეული სანქციები", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.


6-01-2015, 12:39
უკან დაბრუნება