ივერიონი / საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ ხალხს შობის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ ხალხს შობის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა  სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დრესასწაული მიულოცა.

"ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს.

სომეხთა და ქართველთა ძმობა ათასწლეულებს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში თქვენ ქართველებთან, ამ მიწაზე მცხოვრებ სხვა ხალხებთან ერთად  იღწვით ჩვენი საერთო სამშობლოს კეთილდღეობისა და განვითარებისათვის.  აქ დაბადებული მრავალი სომეხი თანამოქალაქე - კულტურისა თუ მეცნიერების სახელოვანი მოღვაწეები საქართველოს ისევე ეამაყება, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა დიდი შვილები.ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს."-აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.



6-01-2015, 13:04
უკან დაბრუნება