გრიპის შემთხვევები თებერვლიდან მოიმატებს. განცხადება ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ გააკეთა.
"თებერვლის ბოლოს, ალბათ, ცოტათი მოიმატებს, მაგრამ წელს არ ველოდებით არავითარ გართულებებს რაოდენობრივი ზრდის მხრივ.
ათიათასობით ადამიანს ემართება ყოველწლიურად გრიპის მსგავსი დაავადებები. არ შეიძლება, გავუთამამდეთ და ყურადღება არ მივაქციოთ, იმიტომ, რომ თუ გართულდა შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. შეიძლება გარდაიცვალოს კიდევაც ადამიანი გრიპისგან",-განაცხადა იმნაძემ.