"2015 წლის7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში გადაიკეტება შემდეგიქუჩები: ვარდების მოედანი - დღის 12:00 საათიდან, ხოლო რუსთაველის გამზირი, პუშკინის ქუჩა,ბარათაშვილის აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩები - 14:00საათიდან.
აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა ალილოს დასრულებისთანავე განახლდება."- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრები, დედაქალაქის მერი და მისი მოადგილეები ალილოს საშობაო მსვლელობას თავისუფლების მოედანზე საკრებულოს შენობასთან შეუერთდებიან და მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ამანათებს გადასცემენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრები ალილოს სადღესასწაულო მსვლელობას შუერთდებიან. თბილისი, პარლამენტის სასახლე, რუსთაველის №8