უმრავლესობის წევრი დავით ზურაბიშვილი საზოგადოების ყურადღებას სოციალურ ქსელზე იპყრობს და წერს:
-"არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ბოლო დროს ხშირად მხვდება და ვფიქრობ, აუცილებლად საჭიროებს რეაგირებას.
რადიკალი ლიბერალები და რადიკალი ბნელები რომ ვითომ ერთი და იგივე ნაგავია, ეს არის ძალიან კონკრეტული და მიზანდასახული პროპაგანდა. დაახლოებით იმ პროქართული ორიენტაციასავითაა, არც დასავლეთი რომ არ უნდა, არც რუსეთი და ვითომ საქართველო რომ უნდა. არადა ჯერ კიდევ იგორ გიორგაძე ქადაგებდა ასეთ "პროქართველობას", თან სიტყვასიტყვით.
უფრო ადრე კი, როცა საბჭოთა კავშირი ქუხდა და გაგანია ბრეჟნევიზმი გრგვინავდა, ტარიელ ჭანტურიამ თქვა ერთხელ: ამ ქვეყანაში სხვადასხვა ეროვნების ნაჯვარი თუა ადამიანი, საბოლო ჯამში, როგორც წესი, რუსი გამოდისო და დაახლოებით ეგეთი ამბავია ესეც - ვითომ არც აროგანტი 'პრადვინუტი" გინდა, არც ტაბურეტიანი ბნელი და საბოლოოდ ამერიკის, სოროსის და გრანტზე გაყიდული ენჯეოების გინებამდე დადის ყველაფერი.
უბრალოდ გასაკვირია როგორ ვერ ხვდება ამას, რამდენიმე, გვარს არ დავასახელებ და ჭკუადამჯდარი ადამიანი".