ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე სუფსაში უზარმაზარი ნავთობ-ქიმიური კომპლექსის მშენებლობას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
-"დღეს ყველა ლაპარაკობს სუფსაში უზარმაზარი ნავთობ-ქიმიური კომპლექსის მშენებლობაზე, რომელიც ნავთობ-ქიმიურის გარდა, გაზის გათხევადების წარმოებასაც მოიცავს და საქართველო-რუსეთსა და ევროკავშირს შორის "მეგობრობის ხიდის" ფუნქციას შესრულებსო. ვუყურებ ყველა არხზე და მარტო იმით ინტერესდებიან, ვისი ინტერესები დგას ამ უზარმაზარი პროექტის მიღმა. მაგრამ არავის გახსენებია სუფსის მიმდებარედ გრიგოლეთი-ურეკი-შეკვეთილის ტურისტული ზონა და იქ მცხოვრები ათასობით ოჯახი, რომლის შემოსავლები მხოლოდ ტურიზმზეა მიბმული. 5 კილომეტრის რადიუსში რომ უზარმაზარი ნავთობქიმიური კომპლექსი იქნება, იქ ჩამოვა დასასვენებლად ვინმე?! გასაგებია ქვეყნის სტარტეგიული ინტერესი, მაგრამ როგორ ჩაეწერება თუ შეეწირება შავი ზღვის სანაპირო ზოლზე განლაგებული ოჯახების სასიცოცხლო ინტერესები ამ პროექტში, ეს კითხვა თუ აწუხებთ ნეტა პროექტის ინიციატორებსა თუ არა, საქართველოს ამ იდეით მოხიბლულ მთავრობის წევრებს მაინც?!"