""Charlie Hebdo"" რედაქციაზე განხორციელებულ ტერაქტში დაღუპული ჟურნალისტებისა და სამართალდამცავების ოჯახებს, ფრანგ ხალხსა და საფრანგეთის ხელისუფლებას "თავისუფალი დემოკრატების" სახელით ირაკლი ალასანია სამძიმარს უცხადებს.
-"თავისუფალი დემოკრატების" სახელით მინდა, მივუსამძიმრო დაღუპული ჟურნალისტების და სამართალდამცავების ოჯახებს, ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას. ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს მისი ყველა გამოვლინებით. ""Charlie Hebdo"" რედაქციაზე მომხდარი თავდასხმა დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტი იყო. ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი კიდევ ერთი მძიმე დანაშაულია. ქართველი ხალხი, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ყოველთვის იბრძოდა და იბრძოლებს თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ, ისევე როგორც ჩვენი სამხედროები საერთაშორისო მისიებში. კიდევ ერთხელ დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ფრანგ ხალხს"–აღნიშნულია სამძიმრის წერილში.