საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადებით ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას 2015 წლის 7 იანვარს, პარიზში, სატირული ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაიღუპა 12 და დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი.
ეს ბარბაროსული აქტი, რომელიც პრესისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რადიკალური იდეოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეების სერიოზულობას და ტერორიზმის, როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და განსაცდელის ამ მძიმე ჟამს სოლიდარობას უცხადებს საფრანგეთის მთავრობსა და ხალხს", - აღნიშნულია განცხადებაში.