ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი: "საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას"

გიორგი მარგველაშვილი: "საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას"

საფრანგეთში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს:

"ამ განსაცდელის ჟამს ჩვენ მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო კეთილდღეობა. ქართველი და ფრანგი სამხედროები გვერდიგვერდ დგანან მსოფლიოს ცხელ წერტილებში, რათა უზრუნველვყოთ  საერთო მშვიდობა და უსაფრთხო მომავალი. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ", - ნათქვამია პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებაში.


8-01-2015, 14:05
უკან დაბრუნება