ივერიონი / GYCA საფრანგეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

GYCA საფრანგეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" გლობალურ კამპანიას  je suis charlie  (მე ვარ შარლი) უერთდება და საფრანგეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" მწუხარებას გამოთქვამს საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ  ძალიან მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალებით გაგრძელდეს ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერებისა და ტერორიზმის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის გზით. გარდა ამისა, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოება დადგეს ერთად  ისეთი დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად, როგორიც არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

ორგანიზაცია უერთდება  სოლიდარობის გლობალურ კამპანიას - je suis charlie (მე ვარ შარლი) და 19 საათზე საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან გამოხატავს თანაგრძნობას."- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.


8-01-2015, 15:56
უკან დაბრუნება