შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული რუსლან გ. და 1986 წელს დაბადებული ელვინ კ. ყალბი ფულის და ფასიანი ქაღალდის დამზადების და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა რუსლან გ-ს პირადი ჩხრეკისას აშშ-ს 50 ცალი ყალბი ასდოლარიანი კუპიურა, ხოლო ელვინ კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას აშშ-ს 45 ცალი ყალბი ასდოლარიანი კუპიურა ამოიღეს.