საქართველოს პრემიერმინისტრი დღეს ლატვიაში კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის განვითარებაზე საკუთარ ხედვებს წარადგენს.
"ლატვიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებში ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილია მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ პრემიერის ყველა შეხვედრაზე, ეს იქნება პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში." - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.