ივერიონი / თინა ხიდაშელი: "ის აბსოლუტურად განსაკუთრებული და ექსკლუზიური უზრდელია"

თინა ხიდაშელი: "ის აბსოლუტურად განსაკუთრებული და ექსკლუზიური უზრდელია"

26 დეკემბერს პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამო აკაკი ბობოხიძეს ერთი დღის ხელფასი ჩამოეჭრება.

 

 კაკო ბობოხიძე ექსკლუზიური უზრდელია და მის მიმართ მხოლოდ ერთი დღის ხელფასის ჩამოჭრა არაადეკვატური სანქციაა. განცხადება ამის შესახებ, საქართველოს უმრავლესობის წევრმა, თინა ხიდაშელმა გააკეთა.  

"კაკო ბობოხიძის საქციელს იმ დღეს ვერავის ქმედებას ვერ შევადარებ. ის აბსოლუტურად განსაკუთრებული და ექსკლუზიური უზრდელია, ამიტომ ვთვლი, რომ ერთი დღის ხელფასის მოჭრა სრულიად არაადეკვატური სანქციაა, მაგრამ სამწუხაროდ რეგლამენტი რამე სხვა საშუალებას არ იძლევა." - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

9-01-2015, 16:49
უკან დაბრუნება