საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
მინისტრის მოადგილემ პატივი მიაგო პარიზში, "Charlie Hebdo"-ს თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას.