ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი:"ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ნამდვილ დემოკრატიას, რომლის მმართველობის სისტემაც უფრო ღია და გამჭვირვალეა"

ირაკლი ღარიბაშვილი:"ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ნამდვილ დემოკრატიას, რომლის მმართველობის სისტემაც უფრო ღია და გამჭვირვალეა"

 საქართველო დღეს სულ სხვა ქვეყანაა, ვიდრე ოცი ან თუნდაც ორი წლის წინ, ამ ტრანსფორმაციას კი საფუძვლად უდევს ღრმა და ყოვლისმომცველი რეფორმების პროგრამა, რომლის მიზანია სანიმუშო მმართველობისა და ინსტიტუციური დემოკრატიის დამკვიდრება, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  "ევროპის განვითარების წლის" სპეციალური პანელის მონაწილეებს.

"ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ელიტური კორუფციის, დაუსჯელობისა და მხოლოდ ერთეულთა სასარგებლოდ არსებული ეკონომიკის მოჯადოებული წრის გასარღვევად. საფუძველი ჩავუყარეთ ნამდვილ დემოკრატიას, რომლის მმართველობის სისტემაც უფრო ღია და გამჭვირვალეა, ხოლო ანგარიშვალდებულება გაზრდილია და დაცულია კანონის უზენაესობა. გავაძლიერეთ დემოკრატიული ინსტიტუტები და დავნერგეთ კონტროლისა და ბალანსის უფრო ქმედითი მექანიზმები. ჩვენი ახალი კონსტიტუციის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლება დეცენტრალიზებულია და გაზრდილია ანგარიშვალდებულება მმართველობის ყველა დონეზე. დღეს ჩვენი პარლამენტი მართლაც კანონმდებელია. მიმდინარეობს კანონპროექტების წარდგენა, რასაც მოსდევს დებატები და ცვლილებების შეტანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


9-01-2015, 19:49
უკან დაბრუნება