ფოთში უამინდობამ განსაკუთრებული პრობლემები უსახლკაროებს შეუქმნა. გავრცელებული იმფორმაციით, მათ შორის არის 60 წლის მამაკაცი, რომელიც გადაადგილებას ვერ ახერხებს და ღამეს თეატრის მიმდიბარე ტერიტორიაზე ათევს.
როგორც ცნობილია, ადგილობრივი ხელისუფლება მას თავშესაფარს ვერ სთავაზობს. ადგილობრივების ინფორმაციით, თუ მთავრობა ამ პრობლემას არ მოაგვარებს და უსახლკაროებს არ დაეხმარებიან, ფატალურ შედეგს მიიღებენ.
ფოთის მერის მოადგილე ნიკა გრიგოლია "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დროებითი თავშესაფრის მოძიება მიმდინაროებს.