ირაკლი ღარიბაშვილი პარიზს 11 იანვარს ეწვევა და საქართველოს სახელით ფრანგ ხალხს პირადად მიუსამძიმრებს.
პარიზში კვირას ევროპელი ლიდერების მონაწილეობით დაგეგმილ ერთიანობის მხარდასაჭერ მარშს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, ჩჰარლიე Hებდო-ს რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო მწუხარებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს საფრანგეთს და ფრანგ ხალხს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს დიდი ტრაგედია არის არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ზოგადად, მთელი თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს პრობლემა და მას ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა სჭირდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს. სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული.
ირაკლი ღარიბაშვილი პარიზს ხვალ ეწვევა და საქართველოს სახელით ფრანგ ხალხს პირადად მიუსამძიმრებს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური