ივერიონი / მერაბ შათირიშვილი:-"ცეცხლს ეთამაშებიან ვაჭარაძეები, ქართველ საზოგადოებასთან არაფერი გაუვათ!"

მერაბ შათირიშვილი:-"ცეცხლს ეთამაშებიან ვაჭარაძეები, ქართველ საზოგადოებასთან არაფერი გაუვათ!"

   მოძრაობა "ახალი რეალობისთვის" დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი სანდრო ბრეგაძისა და ირაკლი ვაჭარაძის გარშემო შემქნილ მდგომარეობას ეხმაურება და ამბობს:

 

   -"გამოდის, სანდრო ბრეგაძე, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისთვის - თავისუფალი სიტყვისთვის, ანათემას უნდა გადავცეთ და ვიღაც ვაჭარაძეები გავაღმერთოთ, სული შევუბეროთ, არიქა და ფრთებიდან ბუმბული არ გასცვივდესო?!. ჩვენ, ქართველი საზოგადოება და, არა მარტო ქართველები, საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც, სექსუალური უმცირესობის უფლებებს ყოველთვის დავიცავთ და, თუ ვინმე მათ უკანონოდ მოექცევა, შევრისხავთ და დამნაშავის კანონის შესაბამისად დასჯას მოვითხოვთ, მაგრამ, ეს ვაჭარაძე, რომ გვაგინებს და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს რწმენასა და რელიგიურ მრწამსს, ამ დროს რაღა ვქნათ, ვინღა დაიცავს ჩვენს უფლებებს?!.. ე. ი. უმცირესობაში ჩვენ ვყოფილვართ და არა ვაჭარაძეები, რომლებსაც კანონი იცავს, ჩვენ კი - არა, ჩვენი უფლებები და თავისუფლებები ილახება, მათი კი - არა, ბრეგაძე უნდა დაისაჯოს, ხოლო რჯულ-ადათის მაგინებელნი - არა... გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ცეცხლს ეთამაშებიან ვაჭარაძეები, ქართველ საზოგადოებასთან არაფერი გაუვათ, მათი მიზანი არამყარია და სიბინძურეზეა დაფუძნებული, ისინი ფულისა და ანგარების გამო თითქოსდა თავისუფლებას ექომაგებიან და იცავენ, ეს ტყუილია, თავისუფლება სწორედ ბრეგაძისეული პოზიციაა, რითაც არავის არაფერი უშავდება, უბრალოდ, ჩვენ გვწამს ის, რაც გვწამს, ხოლო მათ არ სწამთ ის, რაც არ სწამთ, ე. ი. მათ არაფრის სწამთ და, დაე, ნუ სწამთ, გზა ჰქონიათ ეშმაკეთისკენ!!!"

 

12-01-2015, 10:50
უკან დაბრუნება