ივერიონი / ირმა ინაშვილი:-"თქვენ ყოველთვის "გეკიდათ" ცოცხალი ადამიანი და "გეკიდათ" ჩვენი ქვეყანა.."

ირმა ინაშვილი:-"თქვენ ყოველთვის "გეკიდათ" ცოცხალი ადამიანი და "გეკიდათ" ჩვენი ქვეყანა.."

   ჟურნალისტი ირმა ინაშვილი მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

 

   -"ნაცმოძრაობა და მისი ფანკლუბი რომ ტერორიზმს აპროტესტებს და აქეთ ტერორიზმის მხარდამჭერებად გვაცხადებს, აი, ამაზე ვიტიროთ, თუ ვიცინოთ?! თქვენ, მართლა, ტერორისტებო, რასაც საქართველოში მთელი 10 წლის მანძილზე სჩადიოდით, განა, თავისი ბუნებითა და არსით ტერორიზმი არ იყო? როგორ ფიქრობთ, ტერორიზმი მარტო "ალ ქაიდაა", როგორც მოვლენა? ტერორიზმი, პირველ რიგში, ძალადობაზე, ანგარიშსწორებაზე, ბოროტებაზე აგებული აზროვნება და სულისკვეთებაა, რომელსაც მიზანმიმართულად თესდით და რომლითაც ანადგურებდით, სპობდით ადამიანებსაც და ჩვენი სამშობლოს პერსპექტივასაც. თქვენ, სწორედ თქვენ უსპობდით ჩვენს ქვეყანას ევროპულ, დასავლურ მომავალს და "შტირლიცებად", რუსეთის ინტერესების ფარულ გამტარებლებად რჩებით დღემდე. ტერორიზმის გაპროტესტებისას გულწრფელია ყველა ის ლიდერი, რომელიც დღეს პარიზის მარშში მონაწილეობდა, მაგრამ არა თქვენ...გზა და გზა მახსენდება: ის, რაც "მოდელირებული "ქრონიკის" ფარგლებში გააკეთეთ, ასევე, იყო ტერორი. ფსიქოლოგიური ტერორი, რომელსაც, არც გიკითხავთ, რამდენი ადამიანის ჯანმრთელობა შეეწირა. თქვენ ყოველთვის "გეკიდათ" ცოცხალი ადამიანი და "გეკიდათ" ჩვენი ქვეყანა... კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ქართველი ხალხი ტოლერანტულია, გახსნილია, მოაზროვნეა და მას არასდროს გაუმართლებია ძალადობა და ტერორიზმი. ახლაც მკაფიოდ ვგმობთ იმას, რაც მოხდა პარიზში. არც ერთ კარიკატურაზე, თუ ყველაზე ბინძურ სტატიაზეც კი, პასუხი არ უნდა იყოს იარაღი. მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება თქვენს მიერ ჩატარებული გაკვეთილები, რა არის თავისუფლება და როგორ უნდა გამოვხატოთ ჩვენი თავისუფალი აზრი. თქვენი "თავისუფლება", ეს არის 40 000-ზე მეტი პატიმარი... თქვენი "თავისუფლება" , ეს არის "დუბინკა"... თქვენი "თავისუფალი აზრის გამოხატვა"- ეს არის "ენვერი" და იწკმუტუნეთ, იფურთხეთ და აგინეთ საკუთარ დედებს (ეს, ხომ, თქვენი სტილია) ყველა იმ პოსტზე, სადაც ჩემს გვარსა და სახელს ნახავთ".

 

12-01-2015, 12:08
უკან დაბრუნება