საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს პარლამენტარი გოგო ქავთარაძე გამოეხმაურა. აღნიშნულზე მან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა. მისი თქმით, მსოფლიო ამ ძალას ეფექტურად უნდა დაუპირისპირდეს.
"საფრაბგეთში ტერორიზმმა პიკს მიაღწია. ფრანგულ გამოცემაზე თავდასხმა აღმაშფოთებელია. ახლა მთავარია, მთელი მსოფლიო ამ ძალას ეფექტურად დაუპირისპირდეს , წინააღმდეგ შემთხვევაში, ტერაქტების სერია გაგრძელდება. ბოროტების დამარცხება მხოლოდ ერთიანი ძალითაა შესაძლებელი, ყველა პროგრესულმა ქვეყანამ ტერორიზმს მწვავე პასუხი უნდა გასცეს, თუ საჭიროა უმკაცრესი სანქციებიც უნდა დაწესდეს". განაცხადა გოგი ქავთარაძემ.
წყარო: "კვირის პალიტრა"