საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი შიმშილობას იწყებს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის გოგი გახარიას გადადგომას მოითხოვს.
"დღეს, 18:00 საათზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე გოგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ვიწყებ შიმშილობის აქციას სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს წინ. ზაზა ხატიაშვული არ დავუშვებ ამ ქვეყანაში ადვოკატების დევნას. ამოვწურე ყველანაირი დიალოგის შესაძლებლობა ოლიგარქის ხელისუფლებასთან. ესენი არიან სააკაშვილის რეჟიმის ღირესეული მემკვიდრეები. გუშინ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გავავრცელე განცხადება, რომ 2015 წლის 6 იანვარს ადვოკატები თინათინ ნაკაშიძე და გოჩა გაგოშიძე ონკოლოგიურ კლინიკაში მივიდნენ თავისი კლიენტის ტარიელ ფოცხვერიას მოსანახულებლად. საბადრაგო სამსახურმა ტელეფონზე კონსულტაციების შემდეგ ადვოკატები არ შეუშვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან იმ მოტივით, რომ დაცვის ორდერი გამოწერილი იყო 2014 წელს და ვადა ჰქონდა გასული. მთელი ცივილიზებული სამყარო ადვოკატებთან მიმართებაში მოქმედებს გაერო-ს 1990 წლის პრინციპებით ადვოკატის როლის შესახებ. რომლის 16 მუხლით სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება ხელი შეუწყოს ადვოკატს თავისუფლად შეხვდეს თავის კლიენტს. 2015 წლის 12 იანვარს ადვოკატების თხოვნით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მათთან ერთად მივედი ონკოლოგიურ კლინიკაში. საბადრაგო სამსახურმა მთელი 1,5 საათის განმავლობაში არ შეუშვა ადვოკატები თავის კლიენტთან, რომელსაც ხელი უნდა მოეწერა სააპელაციო საჩივარზე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სააპელაციო საჩივარს ვადა გასდიოდა დღის ბოლოს 12 იანვარს. ადვოკატები თინათინ ნაკაშიძე და და გოჩა გაგოშიძე იძულებული გახდნენ სააპელაციო საჩივარი შეეტანათ თავისი კლიენტის ხელმოწერის გარეშე. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი თავს ვიკავებდი მიმემართა რადიკალური ზომებისთვის, მაგრამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იმასაც არ მოერიდა, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თანდასწრებით დაიწყეს ადვოკატისთვის უფლებამოსილების განხორცილებაში ხელის შეშლა. ვინაიდან ხდებოდა ადვოკატებისთვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა, დავუკავშირდი კახი კახიშვილს რომელიც შემპირდა საქმეში გარკვევას. მე გავჩერდი კიდევ ერთი საათი იმ იმედით, რომ ადვოკატებს შეუშვებდნენ თავის კლიენტთან, მაგრამ იძულებული გავხდი დამეტოვებინა ონკოლოდიური სავადმყოფოს ტერიტორია. თუ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დაუშვებ იმ ფაქტს, რომ ადვოკატებს დაავალდებულონ გამოწერონ ყოველი წლის ბოლოს ახალი დაცვის ორდერი ეს იქნება ადვოკატის დევნა, ვინაიდან ადვოკატს მოუწევს ხელშეკრულების გაფორმება თავის კლიენტთან ყოველი წლის დასაწყისში, რაც დააზარალებს მოქალაქის ინტერესებს. ბიძინას ხელისუფლებაში ვიღაც ჭკუათმყოფელს მოუვიდა "ბრძნული" აზრები რომელზეც მათ უნდა აგონ პასუხი. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მოვუწოდებ ყველა ადვოკატს, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ადვოკატის უფლებების შელახვა თითო დღით იშიმშილოს ყველა ადვოკატმა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს წინ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის გოგი გახარიას გადადგომამდე", - აცხადებს ხატიაშვილი.