ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ ე.წ კანონიერი ქურდის ტარიელ ფოცხვერიას ადვოკატებს თინათინ ნაკაშიძესა და გოჩა გაგოშიძეს პროფესიული მოვალეობის განხორცილების უფლება უკანონოდ შეეზღუდათ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არ ადასტურებს ხატიაშვილს სპეციალური განცხადებით პასუხობს:
-"აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ, რომ ადვოკატების მიერ წარმოდგენილიწარმომადგენლობითი დოკუმენტი(ორდერი) არ შეესაბამებოდა თავად ადვოკატთა ასოციაციისაღმასრულებელი საბჭოს მიერ 2006 წლის პირველ თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზეგანსაზღვრულ მოთხოვნებს, რომლის შესაბამისად ორდერის შედგენისას აუცილებელია რიგი რეკვიზიტებისმითითება, მათ შორის: დავალების შინაარსი უნდა მოიცავდეს საპროცესო მოქმედებას და მათი შესრულებისადგილს ან ორგანოს. ასევე, დოკუმენტში უნდა აღინიშნოს ორდერის მოქმედების ვადა.(რაც აღნიშნულდოკუმენტში არ ფიქსირდებოდა).
გვსურს განვაცხადოთ, რომ არსებული ხარვეზის შესახებ ადვოკატებს 6 იანვარს ეცნობათ სამინისტროსსამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, ადვოკატებმა გაიზიარესშენიშვნები და გამოხატეს მზაობა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
სამინისტროსთვის გაუგებარია 6 დღის შემდეგ კვლავ ამ საკითხის პროტესტის ფორმით წამოწევა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოწოდებულია მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვისკენ და სრულიად ემორჩილება კანონისუზენაესობას."- აღნიშნულია განცხადებაში.