ქარელის რაიონში ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ დვანის განაპირად, ოსური მხარის ტერიტორიიდან გადმოსულმა პირებმა ადგილობრივი მკვიდრი ბეგლარ ახალკაცი საკუთარი ხილის ბაღში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ახალკაცი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატროში იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი უკვე ამოქმედდა. პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი. დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა ენუქიძის განცხადებით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და დაკავებული სავარაუდოდ ორ დღეში უკვე თავისუფალი იქნება.