ივერიონი / ზაზა ხატიაშვილი:"ამაზე მოკვლევა აუცილებლად დაიწყება"

ზაზა ხატიაშვილი:"ამაზე მოკვლევა აუცილებლად დაიწყება"

  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობციის მინისტრი "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმზდომარეს შეხვდა, რის შემდეგაც ზაზა ხატიაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა.

 

  როგორც ცნობილია, ხატიაშვილი აპროტესტებდა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც  ადვოკატებს საკუთარი დაცვის ქვეშ მონახულებისთვის 2015 წელს განახლებული ორდერი უნდა აეღოთ.


 საქმე ონკოლოგიურ საავადმყოფოში მომხდარ ფაქტს ეხება სადაც ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ფოცხვერიას ადვოკატები  საბადრაგო სამსახურმა მსჯავრდებულთან შესახვედრად არ შეუშვეს. 

ხატიაშვილმა მომხდარის გამოძიების პირობა მიიღო.

"თუ ორდერი იყო ნაკლოვანი და ბატონი კახა დამეთანხმა, 29 დეკემბერს ამ ორდერით ადვოკატები შეუშვეს და 6 იანვარს უკვე ამ ორდერით ადვოკატები არ შეუშვეს. თუ იყო ნაკლი ორდერში, რატომ შეუშვეს. ბატონი კახი შემპირდა, რომ აუცილებლად დაიწყება ამაზე მოკვლევა",-განუცხადა ხატიაშვილმა.

ჟურნალისტებთან კომენტარი კახა კახიშვილმაც გააკეთა.

"იყო გაუგებრობა იმ ორდერში ვადებთან დაკავშირებით. სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა აღნიშნული ჩანაწერი. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ბატონმა ზაზამ საკითხი დააყენა, რომ თუ ამ შემთხვევაში ეს ბუნდოვანება იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ადვოკატი არ შეეშევათ, რატომ მოხდა შეშვება 29 დეკემბერს, რაშიც სავსებით ვეთანხმები. ამიტომაც, ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწყება სამსახურებრივი შემოწმება",-განაცხადა კახიშვილმა.

13-01-2015, 12:23
უკან დაბრუნება