ივერიონი / ადმინისტრაციულ კანონდარღვევებზე ჯარიმები უქმდება.

ადმინისტრაციულ კანონდარღვევებზე ჯარიმები უქმდება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ კანონდარღვევებზე ჯარიმები უქმდება. ამნისტიის კანონის პროექტის მიხედვით, დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისაგან სრულად თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც უბილეთოდ იმგზავრეს მუნიციპალური ტრანსპორტით და ეს სამართალდარღვევა 2015 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს. საერთო ჯამში, სახელმწიფო სამართალდამრღვევებს მილიონ ორასი ათასამდე ლარის გადახდის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს.

 

ავტობუსის ჯარიმებისგან მოსახლეობის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა 2014 წლის ზაფხულში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული მიმდინარე საქმეების ინვენტარიზაციის შედეგების გაცნობის შემდეგ მიიღო. ინვენტარიზაციის ანგარიშში გამოჩნდა, რომ 21000 აღსასრულებელი საქმე საზოგადოების ყველაზე შეჭირვებულ ფენას ეხებოდა და სწორედ ავტობუსის ჯარიმებს უკავშირდებოდა. 

ჯარიმებისაგან 20850 პირი თავისუფლდება - ამჟამად იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ "აღსრულების ეროვნული ბიუროს" წარმოებაშია მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობასთან დაკავშირებით 21000-ზე მეტი საქმე.  იმ პირთა დიდი უმრავლესობა, რომელთაც მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისათვის ჯარიმა დაეკისრათ, სოციალურად დაუცველი, პენსიონერი ან სტუდენტია. 

 

13-01-2015, 14:23
უკან დაბრუნება