ივერიონი / ეკა ბესელია:"მაინც გაჩნდება განცდა, რომ ეს ჩანაწერი არაერთგვაროვან ინტერპრეტაციას იწვევს"

ეკა ბესელია:"მაინც გაჩნდება განცდა, რომ ეს ჩანაწერი არაერთგვაროვან ინტერპრეტაციას იწვევს"

ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ამ საკითხზე ისეთი ფორმულირება დარჩეს ან მოვიფიქროთ, რომელიც ამ საფრთხეებს გამორიცხავს, განცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გააკეთა.

"თუ ამ განხილვისა და მსჯელობის შემდეგ, იურისტებში და უფლებადამცველებში, მაინც გაჩნდება განცდა, რომ ეს ჩანაწერი იწვევს არაერთგვაროვან ინტერპრეტაციას, ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ამ საკითხზე ისეთი ფორმულირება დარჩეს ან მოვიფიქროთ, რომელიც ამ საფრთხეებს გამორიცხავს", - განაცხადა ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სამართალდამცველების მიერ, ფიზიკური პირის ჩხრეკასთან დაკავშირებით, კანონში შესატანი ცვლილების პროექტი განიხილეს.

 

13-01-2015, 14:52
უკან დაბრუნება