საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ მთავრობის წევრები პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშზე დასასწრებად დროს გამონახავენ.
"მე იმედი მაქვს, რომ შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ ვერ მოახერხა დასწრებოდა პრეზიდენტის მოხსენებას, წელს აღარ განმეორდება, რადგან ამან არავითარი სიკეთე არ მოუტანა არც ჩვენ სახელმწიფოს და არც საერთაშორისო და შიდა იმიჯს. მე იმედი მაქვს, რომ მთავრობა მოახერხებს, გამონახავს დროს და ამ მოხსენებას დაესწრება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატს, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ფორმატი პარლამენტის გადასაწყვეტია.