საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სთხოვს, თავი დაანებოს საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი თემებით პოლიტიკურ თამაშს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
"თქვენ იცით რამდენად პასუხისმგებლიან როლს თამაშობს ქართული სახელმწიფო იმ საკითხებთან მიმართებაში, რასაც ჰქვია გლობალური უსაფრთხოება და სტაბილურობა. არაერთი ქართველი ჯარისკაცი გმირულად მსახურობს ISAF-ის მისიაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. მათი სამსახური ჩვენთვის ფასდაუდებელია. ამავე დროს მინდა ვთხოვო ექსპრეზიდენტს, დაანებოს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებით პოლიტიკურ თამაშს. არსებობს ბევრი სხვა თემა, რაზეც მას შეუძლია გაამახვილოს ყურადღება და არ ავნოს საქართველოს სტაბილურობას და სახელმწიფოს ინტერესებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.