ივერიონი / შალვა შავგულიძე:"გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთპიროვნულად უნდა მიიღოს"

შალვა შავგულიძე:"გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთპიროვნულად უნდა მიიღოს"

 პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთპიროვნულად უნდა მიიღოს. განცხადება ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლმა  შალვა შავგულიძემ განაცხადა.

"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვას პრეზიდენტს კონსტიტუცია არ ავალდებულებს, მაგრამ თუკი ის კონსულტაციების გამართვას მიზანშეწონილად მიიჩნევს, ასეთმა კონსულტაციებმა შეიძლება პოზიტიური როლიც შეასრულოს, მაგრამ აქ ვიტყოდი პრინციპულ საკითხს - ჩემი აზრით, თუკი მის მიერ შერჩეულ კანდიდატურას პოლიტიკური უმრავლესობისგან მხარდაჭერა არ ექნება, მან მაინც უნდა წარადგინოს კანდიდატი, რომელიც მიაჩნია, რომ ყველაზე მეტად აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სტანდარტს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კანდიდატის მხარდაჭერა პარლამენტში არ მოხდება და ჩავარდება, ეს სასარგებლო იქნება, რადგან გაჩნდება თამასა, თუ როგორი კანდიდატი იქნა პარლამენტის მიერ უარყოფილი. კანდიდატი, რომელიც საბოლოოდ უნდა დაინიშნოს, ამ თამასაზე სწორების მიხედვით იქნება შეფასებული", - აცხადებს შალვა შავგულიძე.

13-01-2015, 18:03
უკან დაბრუნება