შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, "სარფი"-ს სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის ა/რ რეგიონალური მთავარი სამმართველოს პირველი სამსახურის (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი გ. მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 5 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებული პოლიციელი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.