ივერიონი / დაიჭერენ თუ არა დავით ლორთქიფანიძეს?!

დაიჭერენ თუ არა დავით ლორთქიფანიძეს?!

"ვინ გააქრო გიორგი სააკაძის ხმალი მუზეუმიდან" ამ სათაურით აქვეყნებს "ალია" "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერ  ირმა ინაშვილთან ინტერვიუს. როგორც ინაშვილი აღნიშნავს, ერთ-ერთ ცნობილ მუზეუმში ინახებოდა გიორგი სააკაძის ხმალი. არსებობს ამის დამადასტურებელი ფოტო და სხვა საინფორმაციო მასალა. დღეს ეს ხმალი მუზეუმიდან გამქრალია. საჯარო ინფორმაციის თანახმად კი ხმალი მუზეუმში არასოდეს ყოფილა.

"აუდიტის კვლევებიდან პირდაპირ იკვეთება დავით ლორთქიფანიძის პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენთან სხვადასხვა მუზეუმის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ ლორთქიფანიძეს ისე გადააქვს უნიკალური ნივთები ერთი მუზეუმიდან მეორეში, რომ არც მცველებს ეკითხება რამეს და არც სხვა პასუხისმგებელ პირებს. ის ეროვნულ საგანძურს ერთპიროვნულად განაგებს.როგორც ამბობენ, სწორედ დავით ლორთქიფანიძის "საქმიანობას" უკავშირდება მუზეუმიდან უნიკალური ნივთების გაქრობის არაერთი ფაქტი."

14-01-2015, 14:00
უკან დაბრუნება